logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც...
- +

24 აპრილი. 2018. 13:21

 

„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, გახშირებულად ისმის შეურაცხყოფა სხვადასხვა ადამიანის რელიგიური გრძნობების.

 

„მე, როგორც მართლმადიდებელი, ამ მიმართულებითაც ვამახვილებ ყურადღებას. აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდიგვერდ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ. ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე. არ რჩება ადგილი და დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რელიგია. მე მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა კილაძემ.

 

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner