logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: საკანონმდებლო ცვლილებები ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის
- +

25 აპრილი. 2018. 15:43

 

 

საგარეო საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივას რომელიც „მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხება, მხარს დაუჭერს. სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ ინიციატივა იმ პირთა სტატისტიკას შეამცირებს, რომელთაც შესაძლოა შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვათ.

 

„ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ეს არის დროული და მნიშვნელოვანო ცვლილება. მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ახლა უკვე საზღვრის გადაკვეთამდე მოუხდება. ამ ნაბიჯით ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, - აცხადებს ქაცარავა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარზე ე.წ. ფილტრის აღმართვის წინააღმდეგია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრებაზე შესაძლოა წესები გამკაცრდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner