logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ცვლილებები, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას ეხება, მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა
- +

16 მაისი. 2018. 01:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას ეხება, მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა.

 

„აღნიშნული ცვლილება არის ტექნიკური სახის, ხდება კონსტიტუციური ნორმის სიტყვასიტყვითი გადატანა შესაბამის კანონებში, რადგან ყველა კანონი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ინიციატივა არ გულისხმობს არანაირ ცენზურას, ან დამატებითი შეზღუდვებს. პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

მისივე თქმით, „ცვლილებები არავითარ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს გამოხატვის და არცერთი შემოქმედის თავისუფლებაზე“.

 

ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გარცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner