logo_geo
eng_logo
ილია წულაია: კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის
- +

16 მაისი. 2018. 13:32

 

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის ილია წულაიას თქმით, კახა კალაძის ინიციატივა ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით უპრეცედენტოა ქალაქისთვის.

 

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.

 

„არც ერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო ვერც ერთმა თბილისის ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში“, - განაცხადა წულაიამ.

 

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner