logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: მნიშვნელოვანია, შსს-ს მივანიჭოთ დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები, რომ აღკვეთოს სააფთიაქო ნარკომანია
- +

16 მაისი. 2018. 14:54

 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლას წარმატებით ახორციელებს, თუმცა ამის პარალელურად ჩნდება საფრთხე „სააფთიაქო ნარკომანიის“. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მართებული იქნება შსს-ს დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები გაუჩნდეს.

 

„შსს-ს მხრიდან მიზანმიმართული, გეგმაზომიერი ქმედება გაგრძელდება ვიდრე არ შევძლებთ ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის შემცირებას ქართულ ბაზარზე. ეს მნიშვნელოვანი ძალისხმევაა რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ საზოგადოებისგან. ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანია, შსს-ს მივანიჭოთ დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები, რომ აღკვეთოს სააფთიაქო ნარკომანია, მას შემდეგ რაც შეიზღუდება ნარკოტიკების ბრუნვა ბაზარზე. ჩვენ ვხედავთ, რომ შსს ებრძვის ბრუნვას ყველა ძირითად ბაზარზე - ეს გახლავთ ჰეროინის და კოკაინის ბაზარი. თუმცა ამას მოყვება მცდელობა, მათ შორის ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის თემის გააქტიურება. ფსიქოტროპული საშუალებების გადინება მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის.

 

მნიშვნელოვანია, შსს-ს მივანიჭოთ სწორედ ეს ბერკეტი, რომ მთავრობას შეეძლოს აღკვეთოს სააფთიაქო ნარკომანია. პარალელურად ჩვენ მიღებთ იმ რეფორმას რომლითაც შევძლებთ პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას და ნარკომომხმარებლის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გამოჩენას.

 

ეს არის ის გზა, რომლითაც ეგზისტენციალური პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერებას შევძლებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner