logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: კახა კალაძის ინიციატივები ადამიანზე და მისთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული
- +

16 მაისი. 2018. 15:00

 

„თბილისის მერის ინიციატივები ე.წ. უკანონოდ დასახლებული ოჯახებისთვის საკუთრების დაკანონებასა და ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია საკუთრების უფლების უზრუნველყოფისა და ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის საქმეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა.

 

„ის ათასობით ადამიანისთვის გადაჭრის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემას.

 

წლების განმავლობაში ათიათასობით ოჯახი იდგა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების პრობლემის წინაშე. ამ ინიციატივების საფუძველზე ბევრ მათგანს ექნება რეალური შანსი, რომ დაიკანონოს ის საცხოვრებელი, სადაც ის შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ იღებდა საკუთრებაში. ასევე, ათასობით ოჯახი დაზარალდა ბინათმშენებლობის კოოპერატივების გამო. სახელმწიფო წლების განმავლობაში აღიარებდა მათ უფლებას, მიეღოთ საკუთრება, მაგრამ რეალურად ეს უფლება რჩებოდა მხოლოდ ქაღალდზე.

 

კახა კალაძის ეს ინიციატივები სწორედ ადამიანზე, მისთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მნიშვნელოვნად აძლიერებს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner