logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საერთო ენა უნდა ვიპოვოთ აფხაზებთან და ოსებთან!
- +

16 მაისი. 2018. 15:48

 

 

„აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე, შერიგება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება“, – ამის შესახებ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ხაინდრავამ მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ პირდაპირ კავშირებს ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობის გამო აკრიტიკებენ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებაში ადანაშაულებს.

 

„საერთო ენა უნდა ვიპოვოთ აფხაზებთან და ოსებთან, ისე, როგორც ეს იყო იქამდე ვიდრე 2008 წელს უბედურებას არ დაატეხდა თავს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება და არ მისცემდა რუსეთს იმ აგრესიის, ოკუპაციის განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც განახორციელა. მანამდე პირდაპირი საუბარს ჰქონდა ადგილი, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც პირადად მე, ჟენევაში, შვეიცარიაში, ვენაში, ავსტრიაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვხვდებოდით აფხაზებსა და ოსებს და მათ პირისპირ ვესაუბრებოდით, რუსეთის გარეშე, რაც მინდა გითხრათ, რომ ნაყოფს გვაძლევდა, მართალია ძალიან მწირს, მაგრამ ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით, ეს იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის. მე, როგორც სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ცხინვალში ნამყოფი ვარ დაახლოებით 100-ჯერ, ყოველგვარი დაცვის გარეშე, მარტო დავდიოდი, გიორგობასაც იქ შევხვდი ეკლესიაში. სოხუმში დაახლოებით 6-ჯერ ვარ ნამყოფი, ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 20 -ჯერ ვარ ნამყოფი, მათ შორის სოხუმში – 6-ჯერ, არაერთი შეხვედრა მქონდა, მეტსაც გეტყვით, აწ გარდაცვლილ, დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერთან ბაღაბშთან რესტორანში ვმჯდარვარ ამერიკის ელჩის თანდასწრებით სოხუმში და უამრავ თემაზე გვქონდა საუბარი, გარდა იმ დღის წესრიგისა, რომელიც ასე თუ ისე იყო ხოლმე. დღეს არაერთი აფხაზი ჩამოდის, როგორც განათლების მისაღებად, ასევე სამკურნალოდ და გადამწყვეტია, რომ ეს პროცესი მიდის და ამ ფონზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები – ეს სექტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შეწყდეს და ღალატს უწოდებენ პირდაპირი დიალოგის დამყარების მცდელობებს. მაშინ, როცა პირდაპირი დიალოგის გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხვდება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას პირდაპირი დალოგის თაობაზე უცხოელი პოლიტიკოსებიც მიესალმებიან.

 

„იან კელიმ, ასევე NATO-ს გენერალურმა მდივანმა და არაერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეაქო ეს ნაბიჯი. პრაქტიკულად ცივი ომი დაწყებულია, მარტო ცივი ომი კი არა ცხელი ომი მიმდინარეობს სირიაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის გენშტაბის უფროსის განცხადება რომ თუ ამერიკის მხრიდან გამოყენებული იქნება იარაღი რუსეთიც გამოიყენებს, ხაზგასასმელია ის ბრიტანეთში რაც ხდება, როცა პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობები ეჭქვეშ დგას. ამ ფონზე მომხრე დაძაბულობის საქართველოსა და რუსეთს შორის, პირიქით ყველა, როგორც ერთი გეუბნება, რომ „შეეცადე განმუხტო სიტუაცია და არავითარ შემთხვევაში არ გაამწვავო“, – განაცხადა ხაიდრავამ.

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი არარეალურად მიიჩნევს „მაგნიტსკის სიის” მსგავსი „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის“ შექმნის იდეას.

 

„რა სანქციები უნდა მივიღოთ, რომ რუსეთს დარტყმა მივაყენოთ?! ბრიტანეთში დღისით მზისით წამლავენ არა მხოლოდ თავის ჯაშუშს და მის შვილს არამედ პოლიციელებსაც. პუტინის წინასაარჩევნო გამოსვლაც ვნახეთ – პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს დაემუქრა და თქვა, რომ „ისეთი ბომბი გვაქვს მიწასთან გაგასწორებთ სულ ყველასო“ და ამას ეუბნება მსოფლიო მშვიდობის ყველაზე დიდ იმედებს. ჩვენ რა არგუმენტები გვაქვს? – მხოლოდ „ლაი-ლაი“ და თქმა იმისა, რომ აი როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს, რომ ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს... ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აბრუნებს და ვერც მთელი მსოფლიო, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც რუსეთს არ მოუწოდა, რომ ადამიანობის საზღვრებს ნუ გასცდებით და ის კაცი რომ მოკალით, ოჯახს დაუბრუნეთ“ , - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner