logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება „Freedom House“-ის შეცდომების აღიარება
- +

16 მაისი. 2018. 16:48

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეცდომები „Freedom House“-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები „Freedom House“-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. მე ვფიქრობ, ეს არ არის „Freedom House“-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას „Freedom House“-ს. ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House“-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება. ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“-მა საქართველოსთვის მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში შესწორებები შეიტანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner