logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მტკვარზე დარჩენილია რამდენიმე ნავსადგომი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული!
- +

16 მაისი. 2018. 21:22

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ იქნება პროექტი, რომელიც მტკვარს განავითარებს, მერია არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით მას მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.

 

„მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner