logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
- +

18 მაისი. 2018. 14:51

 

„ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება.

 

„საგარანტიო სქემის ამოქმედებაზე ძალიან შინაარსობრივი მსჯელობა გვქონდა და ინფორმაციაც მივაწოდეთ მოსახლეობას. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ფინანსებთან წვდომაზე მნიშვნელოვანი ბარიერები აქვს. აღნიშნული სქემა ემსახურება ამ ბარიერების მოხსნას და იმის მიცემის საშუალებას, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო მეწარმეებს მივაწოდოთ უფრო იაფიანი და შეღავათიანი სესხები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner