logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
- +

18 მაისი. 2018. 16:00

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შსს მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

 

„მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ გამეორების ნაწილში ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner