logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შსს-ს ახალი ინიციატივა არის ადამიანებზე მოფიქრალი პოზიციის გაძლიერება!
- +

19 მაისი. 2018. 11:34

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შსს-ს ინიციატივა უბნის ოფიცერთან დაკავშირებით არის ადამიანებზე მოფიქრალი და ჰუმანური პოზიციის გაძლიერება.

 

„სწორედ ფუნდამენტურად ახალ რეფორმაზე და მიდგომაზე საუბრობდა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იყო განსაკუთრებულად ადეკვატური და დააანონსა რეფორმა, რომელიც წაადგება პოლიციის გაძლიერებას. ყველაზე ობიექტური, ყველაზე ადეკვატური, ამავე დროს ადამიანებზე მოფიქრალი და ჰუმანური პოზიციის გაძლიერება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც სპეციფიკა იქნება გამორჩეული და ამის მიხედვით იქნებიან შერჩეული ადამიანები, ისინი იქნებიან უბნის ინსპექტორები თუ გამომძიებლები, ამ შემთხვევაში, მათი კვალიფიკაციის დონე, პროფესიონალიზმი ამაღლდება და ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრზე უკეთესად აისახება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner