logo_geo
eng_logo
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 24 მაისს შედგება
- +

19 მაისი. 2018. 12:13

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 24 მაისს შეხვდება.

 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება.

 

პრაღის ფორმატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს. აბაშიძე აცხადებს, რომ ის გრიგორი კარასინთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას.

 

ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა პრაღაში საუბარი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner