logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მე ვტოვებ თანამდებობას… მადლობა... ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
- +

13 ივნისი. 2018. 19:08

 

„ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ“, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

„ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიმეღო. ეს გადაწყვეტილებაა – მე ვტოვებ დღეს თანამდებობას.  მადლობა უამრავ კარგ ადამიანს, რომელიც მუშაობის პერიოდში გავიცანი. მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, მინდა, მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ დიდი შრომა გასწიეს, მინდა, საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს.

 

მადლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.

 

მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner