logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე
- +

13 ივნისი. 2018. 19:09

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, სადაც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner