logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს ახალი ენერგია სჭირდება
- +

13 ივნისი. 2018. 19:38

 

„როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში რჩება, სახელმწიფოს სჭირდება ახალი ენერგია, ხედვები, რეფორმები“, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას გააკეთა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც სიღარიბეშია, შესაბამისად, მთავრობაში განახლებაა საჭირო.

 

„გუშინ თქვენთვის არავის დაუმალავს, იყო გარკვეულ კვლევებზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი, დღესაც შემიძლია, იგივე გავიმეორო.  დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ საკითხებზე ისაუბრა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner