logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით მძიმე სიტუაციაა
- +

13 ივნისი. 2018. 19:55

 

 

„ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, პრემიერ-მინისტრის მოსაზრება იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.

 

კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

 

„გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner