logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ღირსეული პიროვნება, რომელსაც უყვარს სამშობლო და საქართველოს თოთოეული მოქალაქე!
- +

13 ივნისი. 2018. 21:18

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„გიორგი კვირიკაშვილი არის ერთერთი საუკეთესო ქმედითი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოლია საქართველოს! ღირსეული პიროვნება! რომელსაც უყვარს სამშობლო და საქართველოს თოთოეული მოქალაქე!

 

ქვეყნის სამსახური არის მძიმე ტვირთი, ისტორიის ნაწილი, ხშირად დრო ჭირდება იმას, რომ გამოჩნდეს ქვეყნის პირველი პირის დამსახურება და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იქნება გადააზრებული...

 

მე მოვედი და ვარ აქტიურ პოლიტიკაში, რადგან მჯეროდა და მჯერა ჩვენი გუნდის და გიორგი კვირიკაშვილის პირადად!

მადლობა გიორგი!!“ - წერს კობერიძე.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner