logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ!
- +

13 ივნისი. 2018. 22:09

 

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად უმნიშვნელოვანესი პერიოდი გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოში და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება შევიძინე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკაში თუ საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ჩემთვის ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა გიორგი! წარმატებებს გისურვებ!“,- წერს მიხეილ ჯანელიძე.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner