logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს...
- +

14 ივნისი. 2018. 10:09

 

 

„მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა, ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძის განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო.

 

„სრულად ვიზიარებ იმ განცხადებებს, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვფიქრობ, მან იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნა. ფორუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner