logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია
- +

14 ივნისი. 2018. 11:22

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული NATO-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

 

„თვეზე ნაკლები რჩება NATO-ს სამიტამდე. NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. ალიანსი საქართველოს აფასებს როგორც სამაგალითო ქვეყანას, რომელსაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობები გააჩნია, რაც NATO-ს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში ალიანსთან ინტეგრაციის პროცესში მიაღწია, სათანადოდ იქნება შეფასებული და ასახული NATO-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner