logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ცვლილებები ხელს შეუწყობს, რომ მთავრობის საქმიანობა უფრო დინამიური გახდეს
- +

14 ივნისი. 2018. 13:08

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

 

აქვე, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები მთავრობის საქმიანობის დინამიურობას ხელს შეუწყობს.

 

„ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები მინისტრთა შემადგენლობაში ხელს შეუწყობს იმას, რომ მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო დინამიური. რაც შეეხება სახელებს და გვარებს, დღეს იქნება მსჯელობა უმრავლესობის ფარგლებში. უმრავლესობის წევრები გაივლიან ამ საკითხებს და ცვლილებების შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner