logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის სტატუსთან დაკავშირებით სხვა განხილვა არ ყოფილა
- +

14 ივნისი. 2018. 17:29

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, არის თუ არა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ აირჩია და მასთან სტატუსთან დაკავშირებით სხვა განხილვა არ ყოფილა.

 

„ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაბამისად, ის ასრულებს ამ ფუნქციას და ამ სტატუსით მონაწილეობს გუნდთან ერთად კონსულტაციებში. სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner