logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა დღეს არ ყოფილა
- +

14 ივნისი. 2018. 18:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, შეიცვლება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა დღეს არ ყოფილა.

 

მისი თქმით, მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტის თაობაზე კონსულტაციებს უკვე ახალ პრემიერ-მინისტთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გააგრძელებს.

 

„უკვე მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. უახლოეს მომავალში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამის შესახებ გახდება ცნობილი. მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით დღეს მსჯელობა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში. იგეგმება კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner