logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი
- +

14 ივნისი. 2018. 18:49

 

 

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ.

 

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner