logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი
- +

14 ივნისი. 2018. 18:57

 

„მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში იქნება სწორედ და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილ მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა.

 

„ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე. ორიენტირებული მისი თავისუფლებისა, მისი სასიცოცხლო და საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა საშუალება რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში. მაგრამ ამისთვის ბუნებრივია, საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხარისხი და რაც მთავარია, ყველას ძალის და იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ამას ერთად აუცილებლად მივაღწევთ  და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner