logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება
- +

14 ივნისი. 2018. 19:07

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება.

 

მისი თქმით, ბახტაძე არის გამორჩეული ლიდერი.

 

„ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, პირველად დასვა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ის არ ერიდება ფინანსურ სექტორში უსამართლობის აღმოფხვრას. ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ის არის რეფორმატორი. ის არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner