logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს, გვაქვს საშუალება, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად
- +

19 ივნისი. 2018. 18:34

 

 

 

„დღეს, ისე როგორც არასდროს, გვაქვს საშუალება, საქართველო ვაქციოთ

რეგიონულ ცენტრად ბევრი, მათ შორის ფინანსური მიმართულებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„კარგად მოგეხსენებათ იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დავაანონსეთ, რომელიც გულისხმობს დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნებას. მეგობრებო, როდესაც საუბრობენ, რომ გადასახადები უნდა იყოს დაბალი, რომ საშუალება მოგვცეს ჩვენ, ეკონომიკა უფრო თანმიმდევრობით განვავითაროთ, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი წინაპირობა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი წინაპირობა გახლავთ ის, თუ როგორ ხდება რეალურად ამ გადასახადების ადმინისტრირება, რამდენად კომფორტული რეჟიმია ეს ბიზნესისთვის. დღგ-ს დაბრუნება იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი და მე ამ შეფასებაში ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად რბილი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი ბიზნესსა და სახელმწიფოს ურთიერთობათა შორის. ჩვენ ბოლო თვეებმა გვაჩვენა, რომ ჩვენმა ინიციატივამ დღგ-ს დაჩქარებული წესით დაბრუნების შესახებ მოგვცა ჩვენ კონკრეტული შედეგები. შესაბამისად, იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2018-2020 წლების განმავლობაში მოხდება დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარზე მეტის დაბრუნება ქართული კომპანიებისთვის, რომ მათ განაგრძონ, კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის.

 

შემდეგი ინიციატივა შეეხება ძალიან მნიშვნელოვან მომენტს - ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო კონკურენციაში. დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, უნდა გვქონდეს იმის ფუნდამენტური ანალიზიც, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა გამოწვევებმა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს საშუალება, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდეგი ინიციატივა შეეხება იმას, რომ საქართველოში არარეზიდენტ პირებს მივცეთ თავიანთი კომპანიებისა და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება ონლაინ-რეჟიმში, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწიოთ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გულისხმობს ბევრი უწყების კოორდინაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner