logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მსხვილი ტრანსნაციონალურ კომპანიები, საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ
- +

19 ივნისი. 2018. 18:35

 

 

„იმავე იდეით, რომ საქართველოში ჩვენ მოვიზიდოთ მსხვილი ორგანიზაციები, ჩვენ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რომელიც გულისხმობს საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველყოფას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

 

ვიდრე მე პარლამენტში მოვიდოდი, მქონდა შეხვედრა ჩვენს ახალგაზრდებთან, სტარტაპერებთან და ინოვატორებთან, ვინაიდან ახალგაზრდულ ეკონომიკას უკავია უმნიშვნელოვანესი როლი და ადგილი ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვაში, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ ჩვენ ჩვენი ადგილობრივი პოტენციალი ტექნოლოგიური კიდევ უფრო განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ უკეთესად მოახდინონ თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობისთვის, თუ ისინი ამას საქართველოში დააარსებენ და სერვისებს გაყიდიან საზღვარგარეთ, რომ მათ ჩვენ ყველა ტიპის გადასახადი ფიზიკურ დონეზე გავუნულოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ ასეთი მსხვილი ორგანიზაციები საქართველოთი, დავაინტერესოთ იმით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს რეგიონის ლიდერი და აქვს შესაბამისი, როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზა, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს“, - აცხადებს ბახტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner