logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება
- +

19 ივნისი. 2018. 20:40

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„მწვავე დებატებს ვერ დავარქმევ, უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციურიც, ხშირ შემთხვევაში ძალზედ ანგაჟირებული, თუმცა, ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, ეს თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია ჩვენ ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ.

 

რაც შეეხება შეკითხვას, დანამდვილებით ვიცი თუ არა,რომ ვრჩებით მინისტრთა კაბინეტში? - მე ვთქვი, რომ შეიძლება მომიწიოს-მეთქი, მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ ჩვენ წარვსდექით პლენარულ სხდომაზე ჩვენი ანგარიშით, შემდეგ მოხდა ეს მთავრობის ახალი დამტკიცება, რომელ პროცესშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სამ კვირაში ისევ მოგვიწიოს. მე მხოლოდ და მხოლოდ ეს ვიგულისხმე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner