logo_geo
eng_logo
სახელმწიფო ანტიკორუფციული მიმართულების გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას გაიზიარებს
- +

20 ივნისი. 2018. 16:11

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, სახელმწიფო ანტიკორუფციული მიმართულების გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებისა  და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას გაიზიარებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ეფექტიანი მთავრობის უზრუნველსაყოფად ასევე საჭიროა როგორც საზოგადოებრივი, ისე ინსტიტუციური კონტროლის სრულყოფილი მექანიზმების ჩამოყალიბება. ამ მიზნით ჩვენ უნდა დავნერგოთ აუცილებლად ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი და ის ვერ პასუხობს დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ კუთხით, ჩემი მოსაზრებით, საუკეთესო გამოცდილება ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნის გამოცდილება და ამავე დროს ინგლისის გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს მართლაც საინტერესო მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა არა მხოლოდ უშუალოდ კორუფციულ მომენტებთან, არამედ როგორ უნდა მოხდეს ეფექტურობის ამაღლება პრევენციასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო, მართლწესრიგის, თუ სოციალური, ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს - თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანამიმდევრული მიღწევა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner