logo_geo
eng_logo
„სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ განვითარების საშუალებას მისცემს“
- +

20 ივნისი. 2018. 16:12

 

 

„ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა ის იქცეს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის რეალურ მამოძრავებელ ძალად“, - ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მცირე ბიზნესისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განვითარდნენ. სამწუხაროდ, მთლიან შიდა პროდუქტში დღეს მცირე ბიზნესს აქვს ძალიან პატარა წილი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი წყარო სიღარიბის, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მთლიან შიდა პროდუქტში გავზარდოთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი.

1 ივლისიდან ამოქმედდება უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რაც გულისხმობს მინიმალური საგადასახადო განაკვეთის დაწესებას მცირე მეწარმეებისათვის. მცირე ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდება ხუთჯერ - 5%-დან 1%-მდე. ასევე, ხუთჯერ გაიზარდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner