logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე დღეს, 19:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება
- +

23 ივნისი. 2018. 11:42

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღეს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს გამართავენ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი სავარაუდოდ 11 სამინისტროზე შეჯერდნენ, თუმცა სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

 

„შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner