logo_geo
eng_logo
„მთავრობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ივლისში განხორციელდება
- +

23 ივნისი. 2018. 17:02

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი „მთავრობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეიტანს.

 

„მთავრობაში ახალ სახეებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. კონსულტაციები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივიღოთ პირველ რიგში კანონი, „მთავრობის შესახებ“ კანონში ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში სავარაუდოდ, ამის შემდეგ უკვე დაიწყება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაზე. ინიციატივა აქ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის, ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდგომ გვექნება მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში. მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება პერსონალურ შემადგენლობაზე ჯერ უნდა დაველოდო პრემიერის წინადადებას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ კონსულტაციები, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. ვიდრე ის არ ისარგებლებს ამ პრეროგატივით, დამატებითი კომენტარების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. საბოლოოდ ვფიქრობ, ხვალ, ზეგ უკვე გამოიკვეთება გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობა მთავრობის ფორმატში. პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და დღეს ან ხვალ უკვე უმრავლესობაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მართვის სისტემა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი.

მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არ არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად ეფექტიანი და რაციონალური სამთავრობო სტრუქტურა. ეს არის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, სტრუქტურასთან, ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მობილური, მოქნილი იყოს სამთავრობო სტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner