logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დავამთავრეთ
- +

23 ივნისი. 2018. 22:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულებულია. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„საკითხი დგას ასე, ჩვენ დავამთავრეთ კონსულტაციები, ძალიან დიდხანს გაგრძელდა მსჯელობა. დასმულია კითხვები კოლეგების მხრიდანაც, არგუმენტებიც მოვისმინეთ. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ფუნდამენტური პასუხები და არგუმენტები, თუ რატომ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

ახლა პრემიერ-მინისტრს მიღებული აქვს უმრავლესობიდან არგუმენტები სხვადასხვა საკითხებზე, შესაბამისად, ამ არგუმენტების ანალიზის შემდგომ, უკვე ის თავად გააკეთებს განცხადებას და უკვე იმ განცხადებაში რასაც პრემიერი იტყვის, იქნება საბოლოო პოზიცია ჩადებული, რომელსაც უკვე უმრავლესობა დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner