logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპულ საქართველოს“ მემორანდუმი ადასტურებს, რომ ადამიანებს აერთიანებთ ერთობლივი დანაშაული!
- +

11 ივლისი. 2018. 23:54

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ, უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ მემორანდუმის შეფასებისას განუცხადა.

 

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის გაკონტროლება, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს და საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ პარტიების ძალების გაერთიანებას გულისხმობს, შეუძლებელი იქნება.

 

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანებს ისე არაფერი აერთიანებთ, როგორც ერთობლივი დანაშაული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პარტიის გაყოფა იმიტირებულად ჩავთვალო, მაგრამ რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმზე, ის დანაშაულები მათ ერთად ჩაიდინეს. რაც არ უნდა ერთმანეთი ეზიზღებოდეთ, დანაშაული მათ უჩენთ გადაულახავ ვალდებულებას, რაც ადრე თუ გვიან თავს იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო, ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, მე მათ შესაძლებლობებს კრიტიკულად ვაფასებ. გარდა ამისა, ამ მემორანდუმის კონტროლიც არ იქნება შესაძლებელი; ეს მემორანდუმი საერთო მრავალწლიან დანაშაულზე დგას, მეტი საფუძველი მას არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner