logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს რეფორმების განხორციელებაში
- +

12 ივლისი. 2018. 10:19

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში რაც პრემიერმა დაასახელა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერს და მმართველ გუნდს წარდგენისთვის. მაჭავარიანის თქმით, თანამდებობა, რომელის დაკავებაც მას მოუწევს, დიდ პატივთან ერთად, ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა. მინისტრობის კანდიდატმა ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში რაც პრემიერმა დაასახელა. ეს არის პირველ რიგში მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღევანდელ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ეკონომიკის ინკლუზიურობის მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში, ამ მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მალე აისახება.

 

„რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, ეს პრიორიტეტი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან ახლა გაცხადდა და თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ესეც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობები იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ მიმართულებით იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს ყველაფერი დაიწყება მალე. ნაწილი დაწყებულია უკვე და 2019 წლის ბოლომდე ძირითადად უკვე უნდა იყოს ჩაშვებული ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც კი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner