logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რაც კეთდება, მოსახლეობამ მოკლე დროში იგრძნოს
- +

12 ივლისი. 2018. 10:24

„მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში იგრძნოს“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

 

„როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

კახა კახიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner