logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ჩემზე გამორჩეულად დადებითი შთაბეჭდილება მიხეილ ბატიაშვილმა დატოვა
- +

12 ივლისი. 2018. 13:31

 

 

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობას ჩვენ ვიზიარებთ და წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი მინისტრობის კანდიდატები მან გუშინ გაიცნო.

 

„მათ აქამდე არ ვიცნობდი. გააკეთეს მცირე პრეზენტაციები. ჩემზე გამორჩეულად დადებითი შთაბეჭდილება მიხეილ ბატიაშვილმა დატოვა. მინისტრების შერჩევა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და მხარსაც დავუჭერთ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner