logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
- +

12 ივლისი. 2018. 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს სამიტზე, NATO-საქართველო-უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

 

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს NATO-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner