logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: NATO-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც...
- +

12 ივლისი. 2018. 15:05

 

 

NATO-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც NATO-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსი ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის NATO-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისი მხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.

 

მისი თქმით აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის გზები.

 

„კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე NATO-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ  წვრთნებზე და იმაზე რომ NATO-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების  წვრთნას.  ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ  საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი NATO-ს შეიარაღებული ძალებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

 

„კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ  საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წვერი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP) როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად NATO-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის NATO-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს NATO-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებული თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წვერ ქვეყნებთან მიმართებაში  NATO-ს წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

 

„NATO პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას  ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას NATO-სთან“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

 

რაც შეეხება NATO-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურების დონეზე, მინისტრის განცხადებით, ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილული იქნა  საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner