logo_geo
eng_logo
„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება“
- +

12 ივლისი. 2018. 15:06

 

 

NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში, რომელიც დღეს NATO-ს სამიტზე მიიღეს, ნათქვამია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

 

„საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას, მოიპოვოს NATO-ს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება. NATO-ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი.

NATO-ს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში”, - ნათქვამია დეკლარაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner