„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილია გუნდი, რომელიც დასახულ მიზანს წარმატებით გაართმევს თავს.
„ქვეყანას სჭირდება მეტი რეფორმა, რასაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა გაუმკლავდება. მინისტრობის ახალ კანდიდატებს კერძო და ფინანსურ სექტორში მართვის კარგი გამოცდილება გააჩნიათ და პრემიერ–მინისტრმა მათზე არჩევანი სწორად შეარჩია. მას შემდეგ რაც პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარდაჭერას გამოუცხადებს, ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.