logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს
- +

12 ივლისი. 2018. 16:06

„საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო NATO-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.

 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.

 

„ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner