logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ტყიბულის შახტში დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ორის საყურადღებოა
- +

16 ივლისი. 2018. 22:47

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტყიბულში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა.

 

მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დიდი ალბათობით, ორ-სამდღიანი მონიტორინგის შემდეგ ბინაზე გაეწერებიან.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, დავით სერგეენკოს განმარტებით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა.

 

„სულ დღის განმავლობაში გადმოვიყვანეთ ხუთი პაციენტი. საღამოს მდგომარეობით, მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი არის საყურადღებო, სხეულის დიდი ფართობის დამწვრობით და სასუნთქი გზების დამწვრობით. მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ასეთი დაზიანების დინამიკა უფრო საყურადღებოა მეორე-მესამე დღეს. ახლა ისინი სტაბილურად არიან. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, საბედნიეროდ მათთან მსუბუქ და საშუალოს შორის ხარისხის დაზიანებებია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ორი-სამი დღის მონიტორინგის შემდეგ, დიდი ალბათობით, გაეწერებიან ბინაზე. ორი პაციენტი კი რჩება საყურადღებო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner