logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ოპოზიციას: ბატონი შალვას ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი მე ვიყავი, რადგან მაშინ 200 კილოს ვიწონიდი...
- +

17 ივლისი. 2018. 00:07

 

 

„არ შეიძლებოდა მე ჩუმად ვყოფილიყავი იმიტომ, რომ დააინტერესათ რას და როდის მოღვაწეობდა ბატონი შალვა. მე გეტყვით ერთ რამეს, იმ ჟამს როდესაც განუკითხაობა და სისტემური დანაშაული იყო, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლები და სახეები თქვენ ბრძანდებოდით და ჩვენ ფაქტობრივად წარმთეული ცხოვრების უფლებით, გამოხატვის თავისუფლების უფლებით, ჩვენი ხედვის, და შემართების მიუხედავად აღმოვჩნდით მართული ე.წ სამართლებრივი წნეხის ქვეშ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კობა კობალაძემ ოპოზიციის ნაწილს მიმართა.

 

„შალვა თადუმაძე ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვინც თავისი პროფესინაზლით, პრინციპულობით, სამართლებრივი განცდით და ბოლომდე მიყვანის უნარით, რაც მთავარია პროფესიონალიზმით სასამართლო დარბაზში ე.წ. თქვენ ბრალდების მეტრებს ისეთ კვალიფიციურ ოპონირებას უწევდა, რომ მისგან წარმოებული საქმეები სტრასბურგის სასამართლოში დაბროკოლების გარეშე მიდოდოდა. უბრალოდ ჩვენ აღარ გავყევით ამ პროცესს, რადგან არ გვინდოდა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვსულიყუავით სარჩელით.

 

მეორე – ახლა უკვე გადავუხვევ, ძალიან ინტერესდებით ვინ იყვნენ ის მსხვილი ადამინები, ან ვინმე ადამიანი, ვინ 2008 -2009 წლებში სარგებლობდნენ ბატონი შალვას მომსახურებით. მე როდესაც აღმოვჩნდით თქვენი კუმირის თვალთახედვის არეალში, მაშინ ვიწონიდი 200 კილოს და მემგონი ბატონი შალვას ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი მე ვიყავი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

 

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. მთავარი პროკურორის არჩევის საკითხის სესიაზე გატანამდე, თადუმაძის მოსმენა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში გაიმართა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner