logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ბოკუჩავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები – ეს მწარედ მოეჩვენა მას!
- +

17 ივლისი. 2018. 03:56

 

 

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ბოკუჩავას სიმართლე არ მოეწონა და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება.

 

„სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას, მაგრამ მას მოუწევს ხშირად მოისმინოს ეს სიმართლე, იმის საპასუხოდ, რა სიცრუესაც ავრცელებს ხოლმე. ჩემი პასუხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როდესაც ის საუბრობს კორუფციაზე და აყენებს ბრალდებებს, რომელიც მართლა შეიცავს ცილისმწამებლურ შინაარსს და ვთხოვთ მას, დადოს კონკრეტული ფაქტები. ექვსი წელი ლაპარაკობენ ასეთი კონტექსტით და ფაქტები არ აქვთ. პასუხად მან მიიღო ის კონკრეტული მასალა, რომელიც აღმოჩნდა პარლამენტში შემოსულ მასალებში. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო, განაჩენიც გამოტანილია. ამ საჩუქრების საერთო რაოდენობამ და სხვა თანხებმა, რომელსაც იყენებდა პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი, 8 მილიონს გასცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისწამებაზე, ფაქტი არ აქვს. მე კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და ვკითხე, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში და სხვა პოზიციაზე იყო. ეს მწარედ მოეჩვენა ქალბატონ ბოკუჩვას. თუ უნდა იჩივლოს, მიბრძანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოა და იმ სასამართლოში, იმ საქმეში იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner