logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ხშირად გვესმის, მაგრამ...
- +

17 ივლისი. 2018. 13:03

 

 

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ხშირად გვესმის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას.

 

„ეს არ არის პირველი მსგავსი განცხადება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩვენი პრიორიტეტები. ჩვენი საგარეო პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანება. ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა და პირველ რიგში ეს ყველაფერი ემსახურება უსაფრთხოებას და სტაბილურობას, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - განაცხადა ქაცარავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner