logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა
- +

17 ივლისი. 2018. 13:10

 

 

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

„პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის NATO-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner