logo_geo
eng_logo
გაერო-სა და ევროკავშირში საქართველოს ელჩებად კვლავ კახა იმნაძე და ნატალი საბანაძე დაინიშნენ
- +

17 ივლისი. 2018. 15:06

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-სა და ევროკავშირში საქართველოს ელჩებად კვლავ კახა იმნაძე და ნატალი საბანაძე დანიშნა.

 

პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ნატალი საბანაძის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. განკარგულებაშია აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან.

 

პრეზიდენტმა ასევე დღეს გამოსცა განკარგულება კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

 

განკარგულებაშია აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner